Loading...

მესის მეხუთე აღიარება – ლეომ პარეხოსა და მორატას აჯობა

0
  • ლიონელ მესი ლა ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშეა
  • ლეო პრიზს ატლეტიკოსთან მატჩის წინ მიიღებს
  • მესი მარტში – 4 მატჩი: 6 გოლი, 1 ასისტი

ლა ლიგამ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბარსელონას არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი დაასახელა. ნომინანტი სამი იყო – ლეო, ვალენსიას კაპიტანი დანი პარეხო და ატლეტიკოს ფორვარდი ალვარო მორატა.

Loading...

მარტში მესიმ ლა ლიგაში 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა. მან ბეტისის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, ესპანიოლის კარში დუბლი გააფორმა, გოლი პლუს პასი კი რაიო ვალეკანოსთან თამაშში მიითვალა. ლეო ამ პრიზს ატლეტიკოსთან სეზონის გადამწყვეტი მატჩის წინ მიიღებს. 

არგენტინელმა ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მეხუთედ მიიღო და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ ანტუან გრიზმანი უსწრებს, ატლეტიკოს ფრანგ ფორვარდს 6 პრიზი აქვს. პრიზი სამ-სამჯერ კრიშტიანო რონალდომ და ლუის სუარესმა მოიგეს, თუმცა პორტუგალიელი ლა ლიგაში აღარ თამაშობს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბარსას პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ სურვილი გამოთქვა, ლეოს ახალი კონტრაქტი გაუფორმდეს განუსაზღვრელი ვადით. 

LaLiga@LaLigaEN

?
?
❤
?
?

@FCBarcelona forward Leo Messi is the #LaLigaSantander Player of the Month for March! 2,6122:01 PM – Apr 5, 2019Twitter Ads info and privacyMarch Player of the Monthwww.laliga.es513 people are talking about this

მკითხველთა შთაბეჭდილებები
Loading...
Share.

About Author

Leave A Reply

loading...
Loading...