Loading...

ფულია მთავარი – პსჟ მანჩესტერ იუნაიტედს დავიდ დე ხეას ართმევს

0


ესპანელი მეკარე იუნაიტედთან კონტრაქტის გახანაგრძლივებაზე ვერ თანხმდება
28 წლის გოლკიპერის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გადახდა პსჟ-ს შეუძლია
პარი სენ-ჟერმენი აპირებს, ისარგებლოს მანჩესტერ იუნაიტედისა და დავიდ დე ხეას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებით და ესპანელი მეკარე გადაიბიროს.

Loading...


როგორც The Sun იუწყება, 28 წლის გოლკიპერი უკან არ იხევს და მანჩესტერული კლუბისგან ხელფასის, კვირაში 470 ათას ევრომდე გაზრდას ითხოვს (24 მილიონი ევრო წელიწადში). თავის მხრივ, მანჩესტერ იუნაიტედი ამხელა თანხის გადახდაზე უარს აცხადებს და დე ხეას კვირაში 410 ათასს (21 მლნ წელიწადში) სთავაზობს. 
პარიზელები კი მზად არიან, დავიდ დე ხეას ფინანსური მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილონ, ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ აქციონ და მრავალწლიანი კონტრაქტიც გაუფორმონ.

დე ხეას ნუგეში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დამარცხებულ მბაპეს
ესპანელი მანჩესტერ იუნაიტედში 2011 წელს, მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. მაშინ სატრანსფერო ფასმა 25 მილიონი ევრო შეადგინა. დავიდს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბს აქვს უფლება ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივოს. იუნაიტედს დე ხეას ამ ზაფხულს გაყიდვა არ სურს და ურჩევნია, ის ერთი წლის შემდეგ უფასოდ დათმოს.
მიმდინარე სეზონში დავიდ დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედის კარი 39 მატჩში დაიცვა და 48 გოლი გაუშვა. 
ცნობილი პორტალი Transfermarkt ესპანელი გოლკიპერის პირობით სატრანსფერო ფასად 70 მილიონ ევროს ასახელებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები
Loading...
Share.

About Author

Leave A Reply

loading...
Loading...