Loading...

14 წლის ფეხბურთელმა პარაგვაულ სუპერკლასიკოში გაიტანა

0


სერო პორტენიოს 14 წლის ფეხბურთელმა სეზონში პირველად გაიტანა
პარაგვაიში სუპერკლასიკო ფრედ დასრულდა
პარაგვაის ჩემპიონატის მე-17 ტურში სუპერკლასიკო შედგა, ოლიმპიამ სერო პორტენიოს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
გარდა იმისა, რომ შეხვედრა დაძაბული იყო, ფეხბურთელებმა იჩხუბეს და ყვითელ-წითელი ბარათებიც დარიგდა, მატჩში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – სერო პორტენიოს მაისურით 14 წლის ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა.
ესპანელმა მწვრთნელმა ფერნანდო კარმონამ 14 წლის ფერნანდო ოველარი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ოველარმა მწვრთნელს მადლობა გოლით გადაუხდა, მან მე-16 წუთზე გამოიჩინა თავი. ოლიმპიას 39 ქულა აქვს და პარაგვაის ჩემპიონატის ლიდერია. სერო პორტენიო მათ 7 ქულით ჩამორჩება.

Loading...
მკითხველთა შთაბეჭდილებები
Loading...
Share.

About Author

Leave A Reply

loading...
Loading...