Loading...

რატომ მოხსნეს დიმიტრი ლორთქიფანიძის ძალოსანი ქალიშვილი ჩემპიონატიდან – “დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა”

0

Loading...

ქალ­თა რი­ცხვში სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტის ოს­ტა­ტი, ძა­ლო­სა­ნი თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სტა­ტუს­ში აღ­დგე­ნას და ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლო­ბის მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მა­მამ, ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბა­თუმ­ში ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მელ­მაც დღეს აიღო სტარ­ტი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღო გუნ­დის კა­პი­ტანს, ძა­ლო­სან თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, თუმ­ცა ის შე­ჯიბ­რი­დან ჩუ­მად მოხ­სნეს.

დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მომ­ხდარს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ვანშს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ოჯახს შეგ­ნე­ბუ­ლად მო­უ­წყვეს იმ მი­ზე­ზით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვონ. ამას­თან, ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ძა­ლოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ თე­მურ ჯან­ჯა­ღა­ვა­სა და თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

„თე­მურ ჯან­ჯა­ღა­ვა არ არის ძა­ლო­სა­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, უფ­ლე­ბა არ აქვს ავარ­ჯი­შოს სპორ­ტსმე­ნი. მო­ვი­თხოვთ, თა­თი­ას სტა­ტუს­ში აღ­დგე­ნას, იმი­ტომ, რომ 10 აპ­რილს გა­მოს­ვლა აქვს ბა­თუმ­ში და ვე­რი­ფი­კა­ცი­ი­დან ჩუ­მად მოხ­სნეს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს არ იცო­და. ეს არის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შიგ­ნით მო­ხარ­შუ­ლი ამ­ბა­ვი, სა­დაც არი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი ზონ­დერე­ბი: კახი კა­ხი­აშ­ვი­ლი, გია ასა­ნი­ძე, თე­მურ ჯან­ჯღა­ვა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვენ, რე­ა­ლუ­რად, შეთ­ქმუ­ლე­ბა მოგ­ვი­წყვეს. ეს არის ჩვე­ნი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა, იმ კუ­თხით, რომ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პრე­ტენ­ზია ვი­ქო­ნი­ოთ.

ახლა ბა­თუმ­ში გა­იხ­სნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ძა­ლოს­ნო­ბა­ში. სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ქალი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, 25 წლის თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტის ოს­ტა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­გზის რე­კორდსმე­ნი და არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გა­დი­ო­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ვარ­ჯიშს თა­ვის მწვრთნელ­თან, გელა მა­ხა­რაშ­ვილ­თან ერ­თად. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო ფე­დე­რა­ცი­ას­თან, იმი­ტომ, რომ თა­თია უარს ამ­ბობ­და თე­მურ ჯან­ჯღა­ვას­თან ვარ­ჯიშ­ზე.

თე­მურ ჯან­ჯღა­ვა იყო ქალ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი. თა­თია მას­თან ვარ­ჯიშ­ზე უარს ამ­ბობ­და ორი მი­ზე­ზის გამო: პირ­ვე­ლი, რომ ის იყო არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და აყე­ნებ­და ტრავ­მებს და მე­ო­რე, ადა­ნა­შა­უ­ლებ­და მას შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში, აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფიქ­სირ­დე­ბო­და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ კახა კა­ხი­აშ­ვილ­თან, რო­გორც ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის, ისე ზე­პირსტყვი­ე­რე­ბის სა­ხით, რათა მას ამ სა­კი­თხზე რე­ა­გი­რე­ბა ჰქო­ნო­და.

ფე­დე­რა­ცი­ა­ში ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, მათ შო­რის, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ და მის­მა მწვრთნელ­მა. ეს კონ­ფლიქ­ტი დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და იმას, რომ ესე­ნი თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს სი­ი­დან სა­ერ­თოდ ამო­ი­ღებ­დნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს ბავ­შვს სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა და ჩა­ი­დი­ნეს მო­რა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა“, – გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

ძა­ლო­სან თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დებთ, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ მო­ნა­წი­ლე­ობს სპორ­ტსმე­ნი ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები
Loading...
Share.

About Author

Leave A Reply

loading...
Loading...