Loading...

ორ კვირაზე მეტი კომაში ვიყავი, ბოლოს აპარატის გამორთვა გადაწყვიტეს და ჩემი ოჯახი ჩემთან დასამშვიდობებლად შემოიყვანეს” – მარი წივწივაძე

0

მარი წივწივაძე საოცარ ისტორიას წერს ფეისბუქგვერდ ,,ქალთა საზოგადოებაში”:

Loading...

,,2013 წელს ინგოროყვას კლინიკაში კომაში მყოფი რეანიმაციაში ვიწექი 18 დღე. როცა უკვე გადარჩენის 1% აღარ იყო და აპარატი უნდა გამოერთოთ, სოფლებიდან სანათესაო ჩამოვიდა და გამომიგლოვეს.

ჩემს ქმარს მოუვიდა აზრად მამაოს მოყვანა და თავთან ჩემი სახელობის ხატი დამიდო. ჯანმრთელობის ლოცვა წამიკითხა მამაომ, მერე ჩემი გოგონა და დედაჩემი შემოიყვანეს, გამოემშვიდობეთ, ვთიშავთ აპარატსო და ბრახ, ინათა! მესმის დედაჩემის კივილი, შვილო, ცოცხალი თუ ხარ, მანიშნეო. მეც ხელი ხელზე მოვუჭირე და ცოცხალია, ცოცხალიო, გავარდა აკივლებული და ატირებული!

მწარედ მახსოვს, გარეთ 300-მა კაცმა იხუვლა, გადარჩაო. რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ. დიდია უფლის რწმენა. მე გადავრჩი”.

წყარო; http://ubralo.cc/ორ-კვირაზე-მეტი-კომაში-ვი/

მკითხველთა შთაბეჭდილებები
Loading...
Share.

About Author

Leave A Reply

loading...
Loading...