Loading...

მინდა დავამტკიცო, რომ ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ… ახლა მე გეტყვით სიმართლეს” – ვახო ბიჭიკაშვილი

0

იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ზე “კომედი ჯგუფი” ორად გაიყო, ნაწილი “მთავარ არხზე” გადავიდა, ნაწილი კი იქვე დარჩა, მათ შორის – ვახოც. ხალხი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ვახო “ფულზე გაიყიდა”, მოღალატეც კი უწოდეს… რას პასუხობს ამ ყველაფერზე თავად შოუმენი?

Loading...

“ეს არის შიდა სამზარეულო, გუნდური გადაწყვეტილება იყო. ჩემი გადაცემები “კომედი შოუ” და “გააცინე და მოიგე” იყო, “ვანოს შოუში” ბოლო პერიოდში არ მიწევდა ჩართvა. მოხდა ისე, რომ “ვანოს შოუს” გუნდი წავიდა თავის სცენარისტებთან და რამდენიმე სახესთან ერთად, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ.

ბუნებრივია, სოციალურ ქსელში რაღაც კომენტარებს წერდნენ. მაგალითად, ფულზე გაიყიდნენ, მოღალატეებიო და ა.შ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ჩვენ ტელევიზიიდან უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ხარისხიანი პროდუქტით და კომენტარებს არ გამოვეკიდოთ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მე მათ აზრს პატივს ვცემ.

ჩემი საქმით და პროფესიით ამ ადამიანებს დავუმტკიცებ, რომ ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ. ემოციურ ფონზე აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ განვიცდი. მეუბნებოდნენ, შენზე ეს დაწერესო, მე კიდევ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი და სოციალურ ქსელში პოლემიკას არ ვაპირებ”, – განუცხადა “სარკეს” ბიჭიკაშვილმა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები
Loading...
Share.

About Author

Leave A Reply

loading...
Loading...